ვლადიმერ ჩაჩიბაია პროკურატურაში იკითხება

22.07.25 17:11
ვლადიმერ ჩაჩიბაია პროკურატურაში იკითხება

 

 

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურაში საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია ამ წუთებში იკითხება. 

"პირველებმა" ვცადეთ გამოკითხვაზე შესვლამდე მისთვის დაგვესვა კითხვები - რის თქმას აპირებს პროკურატურისთვის, იყო თუ არა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ინფორმირებული, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ა.შ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ "პირველების" კითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც. 

მსგავსი სიახლეები