"ოცნების" მიზანია, საქართველო დატოვოს იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ - ირაკლი კუპრაძე

22.07.25 17:29
"ოცნების" მიზანია, საქართველო დატოვოს იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ - ირაკლი კუპრაძე

 

 

ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ოცნების" მიზანი საქართველოს რუსეთის პირისპირ იზოლაციაში დატოვებაა.

კუპრაძე აღნიშნავს, რომ იმ რეალურ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილის გუნდს ეკისრება. 

უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება უმძიმესი დარტყმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისთვის, ქართველი მეზღვაურებისთვის, რომელთაც აწვდის უვიზო რეჟიმი და საქართველოს პასპორტი უვიზო რეჟიმის პირობებში ანიჭებს პრიორიტეტს.

დღეს, არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების რეალური საჭიროებები. მათი მიზანია, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ საქართველო დატოვონ იზოლაციაში რუსეთის პირისპირ. 

სრული პასუხისმგებლობა იმ ეკონომიკურ ზიანზე, იმ რეალურ საფრთხეზე, რაც უდგას საქართველოს მოქალაქეებს და მოსახლეობას უვიზო რეჟიმის დაკარგვის პირობებში, ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც გადააყოლა ეს ქვეყანა პირად ინტერესებს," - განაცხადა კუპრაძემ.

 

მსგავსი სიახლეები