"ოცნება" ევროკავშირთან საკუთარი ქვეყნით ვაჭრობს" - ანა ბუჩუკური
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განმარტებით, "ოცნება" ევროკავშირთან საკუთარი ქვეყნით ვაჭრობს" და საკუთარი ფულის გადასარჩენად "ევროკავშირს ეუბნება - თუ გინდა საქართველო დასაჯე".
ვაჭრობს "ოცნება" საკუთარი ქვეყნით და ევროკავშირს ევაჭრება და ეუბნება, რომ მე ფინანსური სანქციები არ შემახო, მე და ჩემი ოჯახი, მერე რა რომ კორუფციონერი ვარ, მერე რა რომ ეს ფული კორუფციით და მოპარვით მაქვს ნაშოვნი, ჩემი ფული ოღონდაც გადარჩეს და ჩემი ოჯახის ფული ოღონდაც გადარჩეს და თუ გინდა საქართველო დასაჯე.
ჯერ-ჯერობით რამდენიმე თვე მოხდა გადავადება უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ "ოცნება" ისე იქნევს ფეხს უფრო და უფრო ღრმად შევყავართ ჭაობში," - ამბობს ანა ბუჩუკური.