EU-ს გადაწყვეტილების მოლოდინში - რა ბედი ელის უვიზო რეჟიმს
ევროპის პირველი დიპლომატები საქართველოს შესახებ არაფორმალურ გარემოში იმსჯელებენ. 20 ოქტომბერი, ბრიუსელი - საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე ოფიციალურ შეხვედრაზე გადაწყვეტენ, რით უნდა უპასუხონ "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას. მაგიდაზე განსახილველად ყველაფერია, თუმცა ყველაზე რეალისტური საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა.
საქართველო უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ამას კარგად იაზრებენ "ოცნებაშიც" და ჩვეული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობენ, საზოგადოება ამ შესაძლო მძიმე გადაწყვეტილებას შეაგუონ. თუმცა, როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტიაში პოზიციები არც ისე ერთგვაროვანია.
კახა კალაძე, ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, "ოცნების" სავიზო და უვიზო მიმოსვლებს შორის სხვაობას მხოლოდ მოქალაქეების რიგში დგომაში არ ხედავს. თუმცა, კობახიძის მსგავსად, პარტნიორებს ისიც შანტაჟში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.