კობახიძე ემიგრაციას უვიზო მიმოსვლას აბრალებს - რას პასუხობენ ემიგრანტები "ოცნების" პემიერს
ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, კახა კალაძე აღიარებს, რომ ხალხი საქართველოდან ემიგრაციაში გაჭირვების გამო გარბის. კობახიძე კი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლამ ემიგრაცია წაახალისა.
როგორია რეალობა? ვიზალიბერალიზაციამდეც მოქალაქეები ნებისმიერი რისკის ფასად ტოვებდნენ სამშობლოს და ევროკავშირში ან ამერიკაში მიდიოდნენ, უვიზოდ მიმოსვლა კი გახდა ლეგალური დასაქმების და ბევრი წლის შემდეგ ოჯახის წევრების მონახულების საშუალება.
ემიგრანტების პასუხმაც არ დააყოვნა. ადამიანები, რომლებიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ, ივანიშვილს გუნდს ეკითხებიან, რა დახვდებათ ემიგრაციიდან დაბრუნებულებს? ემიგრანტებისთვის ცხადია, რომ ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილები არ არსებობს, უმუშევრობაა, ყოველი მეექვსე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეხუთე სოციალურ 100 ლარიან შემწეობას ელის, ვერაფერი შეიცვლება და ემიგრაცია გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად რჩება.
ანა ბალამწარიშვილი, მარი კაიშაური
დღეს ივანიშვილის გუნდისთვის იმის შეხსენებაც მოუწიათ, რომ ემიგრაციაში უკიდურესი გაჭირვების, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან უკეთესი მომავლის საძებნელად მიდიან. ეს ხალხი ემიგრაციიდან უგზავნის ოჯახებს ელემენტერალური საჭიროებებისთვის თანხას.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.