სააკაშვილს ციხეში ლეიბსაც არ აძლევენ

07.10.21 15:15
სააკაშვილს ციხეში ლეიბსაც არ აძლევენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასათანადო პირობები აქვს. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ ტელევიზორს და ლეიბს.

მიშა თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის მე-7 დღეა. ხელისუფლება ცდილობს, როგორც მიშას იზოლირებას, ასევე მისი ყოფითი პირობების გაუარესებას, მაგალითად ტელევიზორის დაუდგმელობა, ლეიბის საკითხი,რაც ამ დრომდე არ აქვს. ჩვენ ყველას გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. ამავე დროს, ვხედავთ, როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს", - ამბობს ბექა ბასილაია. 

 ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, სააკაშვილი შიმშილობის მე-7 დღის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.

სურთ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს,ჩვენი მეშვეობით ყველანაირ საკითხში ერკვევა, ყველა ინფორმაციას იღებს. სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს", - ამბობს გიორგი გელხაური.

მსგავსი სიახლეები