"ერთიანობა" - როგორ ხედავს გიორგი ვაშაძე "ოცნების" დამარცხების გეგმას

22.07.25 21:01
"ერთიანობა" - როგორ ხედავს გიორგი ვაშაძე "ოცნების" დამარცხების გეგმას

რუსთავის ციხიდან "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციას ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. ციხეში დაწერილ ათგვერდიან დოკუმენტში ის დეტალურად ხსნის, რატომ არის დღეს ერთობა ერთადერთი გზა "ოცნების" დასაშლელად.

ვაშაძე აცხადებს, რომ პროდასავლურ პარტიებს, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ ძალებს და წინააღმდეგობის პლატფორმის ირგვლივ შეკრებილ ჯგუფებს ახლა ის დრო დაუდგათ, როცა უნდა გაერთიანდნენ საერთო სახელისა და ბრენდის ქვეშ. მიზანი მკაცრად განისაზღვრება - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

მისი ხედვით, დიდი გაერთიანების ნაწილი უნდა გახდნენ:

პოლიტიკური პატიმრების მშობლები

სტუდენტური მოძრაობები

კულტურის სფეროს წარმომადგენლები

ემიგრანტური ორგანიზაციები

პროტესტში ჩართული საზოგადოებრივი ჯგუფები

გაერთიანებას, ვაშაძის თქმით, უნდა უხელმძღვანელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - იმ შემთხვევაში, თუ ის თავად მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დიდ გაერთიანებაში კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის იმ პარტიებისთვისაც, რომლებსაც ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ საბოლოოდ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს შეუერთდებიან.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები