ჩორჩანას საქმე: გამოიყენებს თუ არა გენერალ ჩაჩიბაიას ჩვენებას "ოცნება" გახარიას წინააღმდეგ

22.07.25 20:21
ჩორჩანას საქმე: გამოიყენებს თუ არა გენერალ ჩაჩიბაიას ჩვენებას "ოცნება" გახარიას წინააღმდეგ

პროკურატურაში ჩორჩანას საქმეზე გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გამოკითხვა დასრულდა. თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა მედიასთან ისაუბრა, თუ რა ჩვენება მისცა გამოძიებას.

ჩაჩიბაიამ თქვა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგება საქართველოსთვის ზიანის მომტანი იყო. მისი თქმით, სწორედ ამას მოჰყვა შედეგად საქართველოსთვის ტერიტორიების დაკარგვა. 

გენერალი ასევე ამბობს, რომ საგუშაგოს აგების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყო. 

საკითხი ეხებოდა ჩორჩანას ეპიზოდს, მე იმ პერიოდში ვიყავი თავდაცვის ძალების მეთაური, მე არ ვიცოდი, ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, მეორე დღეს, სამსახურში რომ მივედი, მაშინ გავიგე, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა. ჩვენ გავატარეთ შესაბამისი ღონსიძიებები თავდაცვის ძალებში, რა თქმა უნდა, ეს არი იყო საბრძოლოში მოყვანის განკარგულებები, თუმცა, ნებისმიერი შემთვევისთვის, მზად რომ ვყოფილიყავთ, ჩავატარეთ თათბირი. იმდენი დრო გავიდა, დეტალები აღარ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ის, რომ ინციდენტი რომ მოხდა, საგუშაგოები აღიმართა, მასზე თავდაცვის ძალები ინფორმირებული არ იყო. გზის გაყვანის პროცესი იყო უკევ შემდგომი ეტაპი, ზუსტი თარიღები არ მახსოვს, უწყებამ მოამრტა სამინსიტროს, ჩვენ კი უბრალოდ მატერიალურ ტექნიკური დახმარება გავუწიეთ. 

კითხვები შეეხებოდა თავდაცვის ძალების უფლება-მოვალეობებს, რაზედაც შესაბამისი პასუხები გავეცი, - თქვა ვადიმერ ჩაჩიბაიამ. 

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ჩაჩიბაიას ჩვენებას "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას წინააღმდეგ. 

დაკითხულების სია, როგორც ჩანს, იზრდება: ხვალ გამოკითხვაზე დაბარებულია ექს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.

პროკურატურა ამ ეტაპზე ცდილობს დაადგინოს - ვინ იყო საქმის კურსში ჩორჩანის ტერიტორიაზე საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილების შესახებ და იყო თუ არა ეს ბრძანება გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

გამოძიების ტემპი დაჩქარებულია - პროკურატურამ შესაძლოა უახლოეს დღეებში სხვა მაღალჩინოსნებიც დაიბაროს.

ვრცლად ნახეთ უსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები