მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი უწმინდესობის დავალებით და ლოცვა-კურთხევით მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით, ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო პატივისცემით, რაც შეეხება შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს", - ამბობს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.