ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლა რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ - ვოლსკი

07.10.21 15:42
ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლა რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ - ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ღარიბაშვილს წასვლა რომც უნდოდეს, "არ უნდა გაუშვან": 

ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს, რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტური პრემიერია. 

მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული - თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები. როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"პირველების" ინფორმაციით, ღარიბაშვილი სახლში მეორე ტურის შემდეგ წავა. პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს. 

 

მსგავსი სიახლეები