ლანდსბერგისი: EU-ს გაფართოებას ბიუსელის რეალური ნება სჭირდება

23.07.25 11:23
ლანდსბერგისი: EU-ს გაფართოებას ბიუსელის რეალური ნება სჭირდება

ევროკავშირის გაფართოების პროცესს ბრიუსელისგან რეალური ერთგულება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი ქვეყნები შესაძლოა, ინტეგრაციის გზას ჩამოშორდნენ. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს. 

ევოპელი პოლიტიკოსის თქმით, ამის ნათელი მაგალითია საქართველო, ხოლო უკრაინის შემთხვევაში მსგავსი ტენდენციები უკვე იკვეთება. 

ევროკავშირის გაფართოებას ბრიუსელისგან რეალური ერთგულება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი ქვეყნები უბრალოდ დაშორდებიან ამ გზას. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, და დღევანდელი განცხადებების შემდეგ სულ უფრო ვშიშობ, რომ იგივეს ვნახავთ უკრაინაშიც, - წერს ლანდსბერგისი.

მსგავსი სიახლეები