წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს, რომელსაც სიკვდილის დასჯა აქვს გამოტანილი? - თენგიზ შარმანაშვილი

23.07.25 14:32
წულუკიანის გარდა სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეს, რომელსაც სიკვდილის დასჯა აქვს გამოტანილი? -  თენგიზ შარმანაშვილი

 

 

წულუკიანის სარჩელის დეტალები - “ქართული ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ თეა წულუკიანთან ნანუკა ჟორჟოლიანი გამტყუნდება.

განცხადებები იმ ფონზე კეთდება როცა ისიც კი უცნობია, მიიღებს თუ არა სასამართლო თეა წულუკიანის სარჩელს წარმოებაში.

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ავთანდილ წულუკიანი ახლა, განგებ აარჩიეს.  მისი თქმით, მაშინ არაერთ მოსამართლეს აქვს მსგავსი განაჩენი გამოტანილი.

„ოცნების“ გუნდის წევრი დარწმუნებულია, რომ “ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშე.“

თქვენ რა გგონიათ, უზენაეს სასამართლოში მაშინ პირველი ინსტანციით განიხილებოდა ის საქმეები, რომლითაც სიკვდილით დასჯა იყო განსაზღვრული? წულუკიანის გარდა, სხვა მოსამართლეები ვერ აღმოაჩინეთ მთელი იმ წლების განმავლობაში, რომელსაც სიკვდილით დასჯა აქვს გამოტანილი? დარწმუნებული ვარ, ჟორჟოლიანს მოუწევს სერიოზული პასუხის გაცემა, სასამართლოს წინაშე, მის მიერ გაცემული არასწორი ინფორმაციის გამო. მე სწორედ მაშინ ვიყავი დეპუტატი, როცა სისხლის სამართლის კოდექსიდან, სიკვდილით დასჯა ამოვიღეთ. სააკაშვილს ჰქონდა ერთი ხმა და მისცა, სააკაშვილი არ ხელმძარვანელობდა ამას, რამდენიც არ უნდა დაიბრალოს, ეგ არის ჯონი ხეცურიანის გაკეთებული, წიგნიც აქვს გამოცემული და თუ არ ვცდები, ჩემი სახელი და გვარიც ფიგურირებს, -განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები