პატიმრობა პოლიციის გინებისთვის - Tbilisi Pride-ის დირექტორი შესაძლოა, დააკავონ

07.10.21 16:12
პატიმრობა პოლიციის გინებისთვის - Tbilisi Pride-ის დირექტორი შესაძლოა, დააკავონ

პატიმრობა პოლიციის გინების გამო - Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი, ამბობს, რომ  5 ივლისს სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბრალდების მხარე მის პატიმრობას ითხოვს.  

დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. 
ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას, ითხოვს! 
მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს"- წერს თაბაგარი. 

თაბაგარის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც 5 ივლისს მან პოლიციელს ტელეფონით აგინა.  

მსგავსი სიახლეები