სალომე ზურაბიშვილის გერმანელ პოლიტიკოსს გუნტერ კრინგსს ესაუბრა

23.07.25 18:02
სალომე ზურაბიშვილის გერმანელ პოლიტიკოსს გუნტერ კრინგსს ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილის გერმანელ პოლიტიკოსს გუნტერ კრინგსს ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მათ საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანელმა პოლიტიკოსმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროპული გზის დაცვა. 

არსებითი საუბარი მქონდა გუნტერ კრინგსთან.

ჩვენ განვიხილეთ სერიოზული გამოწვევები, რომელთა წინაშეც, დღეს, საქართველო დგას. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე დგას და მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა," - წერს ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები