ივანიშვილი "საქართველოს რეალური მტრად" დაასახელეს - როგორი განწყობაა ევროპარლამენტში

23.07.25 20:14
ივანიშვილი "საქართველოს რეალური მტრად" დაასახელეს - როგორი განწყობაა ევროპარლამენტში

"საქართველოს რეალური მტერი ცხოვრობს თბილისში შუშის სასახლეში, მან უგულებელყო საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები" - ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას მიმართვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია - ქვეყნის ერთადერთი მმართველი, რომელსაც პარტნიორები საქართველოს მტრობაში სდებენ ბრალს.

კშიშტოფ ბრეიზას აზრს იზიარებს რიჰარდ კოლსიც, რომელიც ევროპის პარლამენტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრია. ლატვიელი პოლიტიკოსი TV პირველთან საუბარში ადასტურებს, რომ ყველაზე რეალისტური ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, თუმცა არა ერთადერთი.

ევროპის საკანონმდებლო ორგანო ქართული ოცნების მთავრობას არ აღიარებს და ოფიციალურად აცხადებს, რომ სანამ ოცნება ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს.

ივანიშვილის პარტია კი ქართველი ხალხისთვის ევროპული პრივილეგიების შესანარჩუნებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები