ბაჩიაშვილის წამების საქმე - საკანში ნაცემ პატიმარს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ

23.07.25 20:59
ბაჩიაშვილის წამების საქმე - საკანში ნაცემ პატიმარს დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ

ორგანიზებული თავდასხმიდან 12 დღის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. პროკურატურა არც იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ დაწყებული გამოძიებით ინტერესდება და არც ადვოკატების მიმართვაზე რეაგირებს. არადა ბაჩიაშვილი დღემდე ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და ციხის კლინიკაში მკურნალობს. ბაჩიაშვილის ადვოკატებმა, პროკურატურის სტატუსი მინიჭების მოთხოვნით თავად მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

გიორგი ბაჩიაშვილის საკანში, სპეციალურად ქსნის ციხიდან ეტაპირებული პატიმრის, კახი მეტრეველის შეგზავნის შემდეგ თითქმის ორი კვირა გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე ბიზნესმენის ადვოკატები პენიტენციურ სამსახურს სთხოვენ - გიორგი ბაჩიაშვილი დააბრუნონ რუსთავის ციხეში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება თუმცა, სალიას უწყება ადვოკატებს პასუხსაც არ სცემს.

გიორგი ბაჩიაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ ივანიშვილმა ერთდროულად ყველა უწყება აამოქმედა. მარინა რამაზაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი კლინიკა "ვივამედშიც" კი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი მიზანმიმართულად გახდა. ცნობილმა ექიმმა, ამოიცნო კოლეგა, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოთავსებულ ბიზნესმენს ემუქრებოდა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები