რატომ უჩივლა თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს? - სარჩელის დეტალები

23.07.25 20:20
რატომ უჩივლა თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს? - სარჩელის დეტალები

რატომ უჩივლა თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს? დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჟურნალისტმა სასამართლოდან წულუკიანის სარჩელი მიიღო.

ჟურნალისტის განცხადებით, თეა წულუკიანი სადავოდ ხდის მამის, ავთანდილ წულუკიანის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენების რაოდენობას და არა თავად ფაქტს.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, წულუკიანი ირწმუნება, რომ მამას დახვრეტის გადაწყვეტილება რომც გამოეტანა, 1997 წელს შეცვლილი კანონის გამო, ის მაინც ვერ აღსრულდებოდა. 

ინტერნეტ მედიაში ახლაც იძებნება ინფორმაცია, სადაც თეა წულუკიანის მამის, მიერ მოქალაქეებისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენების შესახებ არის საუბარი. ავთანდილ წულუკიანზე ინფორმაცია იძებნებოდა "ვიკიპედიაზეც" დღეს დილის თერთმეტის ნახევრამდე. თავისუფალ ენციკლოპედიაში ეწერა, რომ ავთანდილ წულუკიანი საქართველოს ისტორიაში იყო მოსამართლე, რომელსაც სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ეს მასალა დღეს ორჯერ დარედაქტირდა - პირველ ეტაპზე სწორედ ეს აბზაცი ამოვარდა, რამდენიმე საათში კი გვერდი საერთოდ წაიშალა.

წულუკიანის სარჩელის დეტალები - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები