ღარიბაშვილის გზავნილი მუქარად მივიღეთ - სამოქალაქო საზოგადოება აქციებს აანონსებს

07.10.21 18:00
ღარიბაშვილის გზავნილი მუქარად მივიღეთ - სამოქალაქო საზოგადოება აქციებს აანონსებს

ღარიბაშვილს მუქარა არ შერჩება. სამოქალაქო აქტივისტები  ძალადობის წამხალისებელი პრემიერის წინააღმდეგ უმწვავეს პროტესტს ანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა, მიიჩნევს, ღარიბაშვილმა გაახმოვანა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა, რომ ამ ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ უნდა არსებობდეს.

გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი პროტესტი, თუნდაც მცირედი სახის, რომელიც შესაძლებელია, მათ პატარა დისკომფორტს უქმნიდეთ, ის აქცია შესაძლებელია, დარბეულ-დაშლილ იქნას ხელისუფლების მკაცრი ხელის მიერ, ამიტომ ღარიბაშვილმა გზავნილი გამოუშვა ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც იყო სუფთა ავტორიტარული, მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს კრიტიკული აზრი - ამბობს ფარულავა.

,,სირცხვილიას" ლიდერის, გიგა მაქარაშვილის,  თვალსაზრისით, ღარიბაშვილის ფრაზა, ,,მხუთავი აირი"-ეს იყო კონკრეტული მინიშნება, გზავნილი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში პროტესტი აღარ ჰქონდეს.

ეს არის ერთადერთი, რისიც ეშინიათ, რაც თავს ატკიებს ღარიბაშვილის უშუალო ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს. ბუნებრივია, ეს გზავნილი მივიღეთ მუქარად და ამან კიდევ უფრო გაგვაბრაზა. 

დედამიწაზე არ არსებობს ძალა, რომელიც სიმართლისთვის ბრძოლას შეაჩერებს - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

პოლიტიკურ ეპისტოლეში, რომელიც ღარიბაშვილმა გამოქვეყნა, საკუთარ მოქალაქეებს მხუთავი აირით განადგურებით ემუქებოდა, თუმცა ციტატა გამოქვეყნებიდან 5 საათში შეცვალა და ,,მხუთავი აირი" ,,ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლა.

 

მსგავსი სიახლეები