"MEGOBARI act-ი წელს გადაიქცევა კანონად" - გრიგოლ გეგელია

23.07.25 23:48
"MEGOBARI act-ი წელს გადაიქცევა კანონად" - გრიგოლ გეგელია

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, MEGOBARI act-ი წლის ბოლომდე კანონად გადაიქცევა და აუცილებლად გავა. 

მისი თქმით, ის სალომე სამადაშვილთან ერთად ვაშინგტონში, ვიზიტით, სწორედ MEGOBARI act-ის დაჩქარებული გატანის ხელშესაწყობად იყო. 

საზოგადოებას მინდა ეს ცოდნა ჰქონდეს, რომ ეს აქტი [MEGOBARI act] წელს გადაიქცევა კანონად. არის პროცედურული ტიპის კითხვები, არიან ადამიანები რომლებსაც, სამწუხაროდ, ცოტათი სხვა აზრზე არიამ რის გამოც, კი მართალია, სენატმაც მიიღო, კონგრესმაც და ორივე პარტია გვიჭერს მხარს, ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად იაზრებენ ამ აქტის სიკეთეს რის გამოც არ არის ერთიანი მხარდაჭერა. 

ეს თავის მხრივ და ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, მე ვიცოდი ამის შესახებ და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ახლა ვიყავით ვაშინგტონში, სეზონის ბოლოს და არა შემდგომში, როცა სეზონი დაბრუნდება რეცესიდან, როცა პარლამენტი დაბრუნდება, MEGOBARI act-ის დაჩქარებულ გატანას და შესაბამისად ყველა იმ ზომის დაჩქარებულ მიღებას, რაც არის ჩვენი ქართული, დემოკრატიული პროტესტის ინტერესებში,  შეგვეწყო ხელი. 

მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს აქტი გავა. ეს იქნება ან ერთი ფორმით, ან მეორე ფორმით, არის სხვადასხვა სამართლებრივი ოფციები. ეს აქტი აუცილებლად გავა, მაგრამ ფაქტია ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები