"ამაზე ზრუნავენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფები, საბედნიეროდ თავდაცვის მინისტრების იმედად არ ვართ" - ანდრო გოცირიძე
უსაფრთხოების ექსპერტმა, ანდრო გოცირიძემ NATO-ს სწავლების დროს, რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდო, თვალთვალთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთ დროს "საბედნიეროდ, თავდაცვის მინისტრების და პოლიტიკური ხელმძღვანელების იმედად არ არის ქვეყანა", რუსეთისგან ეს ყოველთვის მოდიოდა და ამაზე შესაბამისი სამხედრო დანაყოფები ზრუნავენ.
სამხედრო პროვოკაციას რუსეთი ვერ გაბედავს იმიტომ, რომ მობილიზებულია ინტერნაციონალური ჯარები, სხვადასხვა ქვეყნის ჯარი და ბუნებრივია ვერ გაბედავს, რაც შეეხება ხელის შემშლელ მოქმედებებს, რუსეთისგან ეს ყოველთვის მოდიოდა ხოლმე, მაგალითად კიბერშეტევებია ხოლმე ამ დროს, რომ კომუნიკაციის საშუალებები მოისპოს, არის ხოლმე ხშირი ჩახშობა სიგნალების, ან შეიძლება წვრილი მავნებლობა გააკეთოს იმისთვის, რომ ცუდად ჩაიაროს, მაგრამ ამაზე ზრუნავენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფები, საბედნიეროდ თავდაცვის მინისტრების და პოლიტიკური ხელმძღვანელების იმედად არ ვართ და ჯარში ეს პოტენციალი მართლაც არის," - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოში დაგეგმილი მრავალეროვანი სწავლებების პარალელურად რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თვალთვალს ახორციელებდა.