როდის და რა თემაზე მიიღო პირველი "მუქარა ივანიშვილისგან"? - გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუ დაკავებამდე
foreing CORESPODENT გიორგი ბაჩიაშვილთან, ბიზნესმენის დაკავებამდე ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს - "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, ამერიკელ ჟურნალსიტს უყვება, როდის დაიძაბა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა.
ბაჩიაშვილი იხსენებს, რომ 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ის იყო ერთადერთი ადამიანი ივანიშვილის გარემოცვაში, რომელიც უკრაინას აქტიურად უჭერდა მხარს, რასაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლისგან მუქარა მოჰყვა.
2022 წელს მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი ივანიშვილის გარემოცვაში, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას. შემდეგ როგორც გავიგე, ეს მიუღებელი იყო ივანიშვილისთვის. სწორედ ამ დროს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე მივიღე მუქარა და მითხრა, რომ ჯობდა, ჩუმად ვყოფილიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მაჩვენებდა როგორ უსწორდებოდა ამ კრიმინალებს რუსეთში.
ვფიქრობ, ცხადი გახდა, რომ ივანიშვილმა აირჩია მხარე და ეს მხარე არ არის საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დასავლეთის სასარგებლოდ არჩეული"- თქვა ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, აკონტროლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რუსეთი ბიზნესმენი ამბობს:
ის არის შეპყრობილი მისი შიშებით, რომ დაკარგავს ძალაუფლებას. ის ითანამშრომლებს ნებისმიერ დიდ ძალასთან, ვინც მას ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. მას ასევე აქვს ვალი რუსეთის წინაშე. ივანიშვილმა იცის, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი ან ოლიგარქი, რომელიც რუსეთიდანაა წამოსული, უხილავი კავშირით ისევ რუსეთზეა მიმაგრებული და ეს კავშირი არის ძალიან ძლევამოსილი, რადგან ეს კავშირი ხანდახან კლავს კიდეც ადამიანს"- აცხადებს დაკავებამდე ჩაწერილ ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილი.