სანდა რულოვსსა და გიული ალასანიას სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ

07.10.21 17:27
სანდა რულოვსსა და გიული ალასანიას სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ

გიული ალასანიას და სანდრა რულოვსს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევათ - ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, შესაბამისი განცხადება ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებიათ. 

ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას. მაქსიმალურად ცდილობენ, იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან“, - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატის თქმით, მამასთან შეხვერდის სურვილი აქვთ ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილებსაც.  

მსგავსი სიახლეები