თვალჭრელიძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - პოლიციამ 3 პირი ტერიტორიიდან დაკავების ავტომობილებით გაიყვანა

24.07.25 11:31
თვალჭრელიძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - პოლიციამ 3 პირი ტერიტორიიდან დაკავების ავტომობილებით გაიყვანა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სიტუაცია დაიძაბა - პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან დაკავების ავტომობილებით გაიყვანა. 

თვითმხილველების თქმით, საპოლიციო ძალებმა მინიმუმ 3 პირი გამოიყვანეს შენობიდან, სადაც 200 ოჯახი 3 წლის წინ შესახლდა. 

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ისინი დააკავეს, თუ განარიდეს.

ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

3 წლის ბავშვით ვარ, ძალადობენ ქალებს ხელს არტყამენ  - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა. 

 

მსგავსი სიახლეები