"ყოველდღე გვაოცებს "ოცნების" პროპაგანდა" - ლევან სანიკიძე წულუკიანის განცხადებაზე
"ყოველდღე გვაოცებს "ოცნების" პროპაგანდა," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე წულუკიანის განცხადებას "დიფ სთეითზე".
სანიკიძის განცხადებით, წულუკიანის განცხადება მორიგი სამარცხვინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა "ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს.
ყოველდღიურად გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად იცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს და თუ მრავალეროვანია, დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი ვერ იქნება ამ გლობალური ომის პარტიის წევრი, რადგან არცერთ სხვა ენაზე არ მეტყველებს ეს კაცი და ასეთი კაცი დაისვეს პრეზიდენტად, რომელიც თურმე წუხს ივანიშვილის ზებრას რომ ეძახიან.
წულუკიანის ეს განცხადება არის მორიგი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა “ოცნება” თავის ამომრჩეველს, როგორ ფეხებზე ჰკიდიათ და როგორ პრიმიტივებად მიაჩნიათ. ერთადერთი თუ ვინმემ შეიძლება დაიჯეროს მათი ნათქვამი, არის “ოცნების” ამომრჩეველი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს თავად “ოცნების” მიმართ და მიმაჩნია მოღალატეობრივ ძალად, თავიანთი ამომრჩევლის მიმართ მაქვს სოლიდარობის განცდა, ასეთ ადამიანებს საერთოდ როგორ აძლევენ ხმას ჩემთვის დღემდე გამოცანაა," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები.