კალაძე ამტკიცებს, რომ იცის, ვინ არიან "გლობალური ომის პარტიის" წევრები, თუმცა არ ასახელებს

24.07.25 14:07
კალაძე ამტკიცებს, რომ იცის, ვინ არიან "გლობალური ომის პარტიის" წევრები, თუმცა არ ასახელებს

 

 

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ იცის ვინ არის პირი, რომელიც "საქართველოს ომში ითრევდა", თუმცა მის ვინაობას "პირველების" არაერთი შეკითხვის მიუხედავად არ ასახელებს. 

კალაძის განცხადებით, ახლა ამის საჭიროება არ დგას და თუ ამის საჭიროება დადგება, "ქართული ოცნება" იტყვის, ვინ არიიან "გლობალური ომის პარტიის" წევრები. 

კი, [მაქვს ინფორმაცია ვინ იყო ადამიანი, რომელიც ომში გვითრევდა], მაღალი თანამდებობის პირი, ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ საუბრობდა ამ ყველაფერზე. გარდა ამისა ჩვენ ვისმენდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, ასევე რადიკალური დაჯგუფების, ოპოზიციის განცხადებებს. ის ნარატივი რაც მოდიოდა, მას ჰყავდა მისი განმცხადებლები. 

სამწუხაროდ ნამდვილად ასე იყო [კონკრეტული ადამიანები ითხოვდნენ ომში ჩართვას]. 

თუ ამის საჭიროება დადგება და იქნება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ამასაც ვიტყვით და ამისი კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს," - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა,  ABC-სთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა, რომ არ იცის ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წევრები.

მსგავსი სიახლეები