დავით სუჯაშვილი პროკურატურაში იკითხება

24.07.25 13:52
დავით სუჯაშვილი პროკურატურაში იკითხება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ამ წუთებში იკითხება. 

"პირველების" კითხვებს - რის თქმას აპირებს პროკურატურისთვის, იყო თუ არა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ინფორმირებული, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ა.შ. - დავით სუჯაშვილმა არ უპასუხა. 

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები