სანიკიძე ამბობს, რომ ენმ არც ახალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუ არ შეიცვლება ცესკო და არ გათავისუფლდებიან პატიმრები
"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არც ახალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუ არ შეიცვლება ცესკო და არ გათავისუფლდებიან პატიმრები.
ჩვენთვის არსებული სტატუს-კვოთი ფაქტობრივად წარმოუდგენელია მივიღოთ მონაწილეობა - აცხადებს სანიკიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში".
მე ასეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ ჩვენთვის არსებული სტატუს-კვოთი, ფაქტობირვად წარმოუდგენელია მივიღოთ მონაწილეობა. არსებული სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს. თუკი, მაგალითად გაზაფხულზე ნიშნავს არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილია ამის ინიციატორი, თუკი ორი მნიშვნელოვანი დემოკრატიული, პროდასავლური არხი არის დაკეტილი, დამატებითი პოლიტპატიმრები ჰყავს და კიდევ უფრო უარესი ცესკოა, მივიღებთ მონაწილეობას? აქ ხომ სცენარი არის, სადაც ვადამდელ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას", - აცხადებს სანიკიძე.
დამაზუსტებელ კითხვაზე - "ნაციონალური მოძრაობისთვის" მისაღები პირობები თუ არ იქნება, არ მიიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევენბში?" - ოპოზიციონერის პასუხი ასეთია:
არა მხოლოდ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. [ ] აქ არის თამაში. ერთ რამეს დავამატებ ზვიად გამსახურდიას ქეისი რა არის? კი კომუნისტებმა დანიშნეს ის არჩევნები, მაგრამ რაც დანიშნეს, იყო ზვაიდ გამსახურდიას კანონმდებლობით და ხალხში იყო განცდა, რომ ზვიადმა არჩევნებამდე გადაუწია ხელი კომუნისტურ პარტიას", - ამბობს სანიკიძე.