შენობას თბილისში, საიდანაც ხალხის გამოსახლება იძულებით მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ფლობდა
შენობას თბილისში, საიდანაც ხალხის გამოსახლება იძულებით მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი ფლობდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ტერიტორიის მფლობელი, კომპანია შპს "ბლექ სი ფროფერთია. ამ კომპანიას კი 2023 წლის 28 დეკემბრამდე, შპს აგრეგატი სმარტ დეველოპმენტი ფლობდა. ამ კომპანიის მფლობელი "სმარტ კაპიტალ გრუპია", რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს ეკუთვნის (მიხეილ ჩხარტიშვილი 50% ნათია ჩხარტიშვილი, 50%).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დოკუმენტებით დგინდება, რომ თვალჭრელიძის 1 ნომერში, ტერიტორიის მფლობელი 2023 წლის 28 დეკემებრამდე სწორედ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
თვალჭრელიძის ქუჩაზე, ტერიტორიის მფლობელი კომპანია "ბლექ სი ფროფერთი“ აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე 2023 წლის დეკემბერში გადაფორმდა. დოკუმენტების თანახმად, ნასყიდობის ღირებულება 12 მლნ დოლარია.