"ოცნების" მუქარა - მივა თუ არა პროცესი ევროკავშირის ელჩის გაძევებამდე

24.07.25 20:41
"ოცნების" მუქარა - მივა თუ არა პროცესი ევროკავშირის ელჩის გაძევებამდე

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩს ქვეყნიდან გაგდებით ემუქრება. თბილისის მერმა დღეს პაველ ჰერჩინსკის მიმართ სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა. დიპლომატს მავნებელი უწოდა, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს. კალაძე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ჟურნალისტმა ჰერჩინსკის ის მოთხოვნები შეახსენა, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად უნდა შეასრულოს. რჩევების პასუხად ელჩმა კალაძისგან პირდაპირი მუქარა მიიღო.

ელჩების გაძევების მუქარა პირველად არ გვესმის და არც ევროკავშირის ელჩია ერთადერთი, რომლის მიმართაც ამ მიმართულებით "ოცნებას" უსაუბრია. 1 თვის წინ მას ვენის კონვენციის დარღვევა დააბრალა ირაკლი კობახიძემ. პრემიერი ასეთივე ბრალდება წაუყენებია საფრანგეთის ელჩისთვისაც. ლიდერები სიტყვა გაძევებას არ იყენებენ, თუმცა მათ რეალურ სურვილს დეპუტატები ამჟღავნებენ. ასეთი რამ თქვა რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ზარქუამ. 

ოპოზიციას კალაძის განცხადება არ გაკვირვებია. იმ ფონზე როცა ევროპელი პარტნიორები ქართული ოცნებისგან პოლიტიკის შეცვლას ელოდებიან, პასუხად კიდევ უფრო ანტიდასავლურ რიტორიკას იღებენ. ეს პარტიებისთვის არგუმენტია თქვან, რომ ევროინტეგრაცია არ არის ოცნების სურვილი. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები