56 მლნ ბიუჯეტიდან ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორს - ვის ჯიბეში მიდის ხალხის ფული?
56 მილიონი მხოლოდ სოფლის მეურნეობის სუბსიდიებიდან ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორმა ვახტანგ კარიჭაშვილმა მიიღო, კაცმა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დააფუძნა, რომლის სანქციების ქვეშ მოქცევასაც უკრაინა რუსეთთან თანამშრომლობის გამო ითხოვს.
მხოლოდ 2024 წელს, კარიჭაშვილის კომპაბიენმა 25 მლნ ლარი მიიღეს - საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2014 წლიდან შეაგროვა მონაცემები, როგორ გამდიდრდა ისედაც მილიონერი ბიზნესმენი ბიუჯეტის ხარჯზე.
TI-ის კვლევის მიხედვით, ვახტანგ კარიჭაშვილი იღებს ბიუჯეტის ფულს და პარალელურად, მისი კომპანიები და პარტნიორები "ქართულ ოცნებას" დიდ ფულს ჩუქნიან. 783 ათასი ლარი - ეს არის თანხა, რომელიც მამაცაშვილის ბიზნესპატნიორის წყალობით ოცნების პარტიულ ყულაბაში აღმოჩნდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ახლა სავარაუდო კორუფციის საქმის გამოძიებას ელოდება.
ირკვევა, რომ სახელმწიფო სუბსიდიები არ არის ერთადერთი სარგებელი, რომელსაც უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი იღებს. ვახტანგ კარიჭაშვილის ხელში აღმოჩნდა სახელმწიფო მიწა გორში, რამდენიმე სოფელში კვადრატული მეტრი 1 ლარად, ჯამში 700 ათასი კვადრატული მეტრი.
კარიჭაშვილს მხოლოდ 1 კომპანიიდან 2023 წელს მოგება 10 მლნ მოგება დარჩა, მისი კომპანიები რუსეთში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების სიაში არიან.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილსი რეპორტაჟში.