მთავარი ხელწერა, რაც კალაძეს და მის გუნდს გააჩნია, არის პათოლოგიური უპასუხისმგებლობა და სხვაზე გადაბრალება-ბუაძე

25.07.25 00:09
მთავარი ხელწერა, რაც კალაძეს და მის გუნდს გააჩნია, არის  პათოლოგიური უპასუხისმგებლობა და სხვაზე გადაბრალება-ბუაძე

მთავარი ხელწერა, რაც კალაძეს და მის გუნდს გააჩნია, არის  პათოლოგიური უპასუხისმგებლობა და მუდმივად სხვაზე გადაბრალება, - ამის შესახებ საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ბუაძემ რამდენიმე მაგალითი დაასახელა, სადაც მისი თქმით, კალაძეს საკუთარი პასუხისმგებლობა არასდროს უგრძვნია და მუდმივად სხვაზე გადაბრალებას ახდენდა.

მაგალითად, ვაკის პარკის ტრაგედია, შადრევანი შემდუღებლის ბრალი იყო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე თვითონ გახსნა. სახლის ჩამონგრევა მობინადრეების ბრალი იყო, ლიფტის ჩამოვარდა ამხანაგობის ბრალი, არსად საკუთარ პასუხისმგებლობას ეს ადამიანი არ ხედავს და პოლიტიკოსობა და ხელმძღვანელობა ნიშნავს სწორედ ამას, რომ შენ აიღო პასუხისმგებლობა რაღაცის გაუმჯობესებაზე, შეცვლაზე. ის რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო არის უკიდურესად დიდი საფრთხეების შემცველი და ყველა ფეხის ნაბიჯზე ხიფათს ვაწყდებით, შესაძლოა, რომელიმე კონრკეტული ტრაგედია, არ იყოს ვინმე კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გამოწვეული, მაგრამ პასუხისმგებლობა მათია, რომ შექმნან უსაფრთხო გარემო, -განაცხადა ბუაძემ.

 

მსგავსი სიახლეები