"ოცნების" ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას - EU

07.10.21 22:34
"ოცნების" ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას -  EU

ევროპარლამენტარები განცხადებაში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანებიან, ყურადღებას პრემიერ-მინისტრის მუქარაზეც ამახვილებენ. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც მისი თქმით, თუ სააკაშვილი კარგად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

უცხოელი დიპლომატები ამბობენ, "ქართული ოცნება" სამართლის პოლიტიზირებულ ცდუნებას ვერ ძლებს, რაც ევროპული მართლმსაჯულების პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ჩვენ ველით, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული მართლმსაჯულების სიტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო დროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებითი ბრალდებებით, "თუ ის კარგად არ მოიქცევა". ეს მტკიცებულებაა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ვერ ლახავენ სამართლის პოლიტიზირების ცდუნებას, რაც არ არის თავსებადი კანონის უზენაესობის პრინციპებთან და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებთან. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან, მსგავს განცხადებას, დაუყოვნებლივი გადადგომა მოჰყვებოდა, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები