“ოცნება“ დასავლეთის მხრიდან აღიარებულია უკვე არალეგიტიმურ ხელისუფლებად-სალომე სამადაშვილი

25.07.25 00:33
“ოცნება“ დასავლეთის მხრიდან აღიარებულია უკვე არალეგიტიმურ ხელისუფლებად-სალომე სამადაშვილი

ეს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან აღიარებულია უკვე არალეგიტიუმრ ხელისუფლებად,-ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაზაედაც დღეს საუბარია, არის ის, “დემოკრატიის გადასარჩენად რა უნდა გაკეთდეს საქართველოსთან მიმართებაში.“

ერთადერთი, რაზედაც დღეს საუბარი არის, მათ შორის “მეგობარი აქტი“ რატომ არ ის მნიშვნელოვანი, არის პოლიტიკა, რომელიც უნდა გატარდეს ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში იმისთვის, რომ აიძულონ წავიდეს იმ ნაბიჯების გადადგმამდე, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საქართველოში დემოკრატიული სისტემის აღდგენამდე. დემოკრატიის გადასარჩენად რა უნდა გაკეთდეს დღეს საქართველოსთან მიმართებაში.  “მეგობარი აქტი“ უკვე მიღებულია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის მიერ, სენატში უნდა დამტკიცდეს აქტი, რომ საბოლოოდ გახდეს კანონი. სენატში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ წასულიყო განხილვა ე.წ. დაჩქარებული პროცედურით. ანუ განხილვის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში რომ ყოფილიყო დამტკიცებული ეს აქტი. დაჩქარებული პროცედურით რომ იქნას გადაწყვეტილება მიღებული, ამას სჭირდება, რომ არცერთი სენატორიც არ გამოჩნდეს, რომელიც კითხვას დასვამს, ხომ არ განვიხილოთ ეს აქტი და ისე მივიღოთ. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ შანსი გაჩნდა, მიღებულიყო სანამ დაიშლება, აგვისტოს არდადეგებამდე, თუმცა გადაიწია შემოდგომამდე.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ როგორც რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე დემოკრატიულიდან, ამ აქტს ექნება მხარდაჭერა და ამის საფუძველს გვაძლევს ის შეხვედრები, რომლებიც ჩვენ გავმართეთ, - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები