სოსო ჯაჭვლიანის სატელევიზიო აღსარება - ავტორიტეტის გადასარჩენად არჩევნებს ჯერ კიდევ 2013 წელს ვითხოვდი

08.10.21 00:20
სოსო ჯაჭვლიანის სატელევიზიო აღსარება -  ავტორიტეტის გადასარჩენად არჩევნებს ჯერ კიდევ 2013 წელს ვითხოვდი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი, სოსო ჯაჭვლიანი, მმართველი პარტიის ამჟამინდელ ბოსებს ღიად უპირისპირდება. 

"ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ჯაჭვლიანმა პირველად თქვა, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ავტორიტეტის გადასარჩენად ახალ არჩევნებს ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 

ჯაჭვლიანი იხსენებს, რომ ივანიშვილს ძველი მეოცნებეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გაახსენდა მაშინ, როცა მმართველი პარტიის მხარდამჭერ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. 

2018 წელს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო, გვთხოვეს დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა დავირაზმეთ და მივედი ერთ-ერთ ეთერში. ჟურნალისტმა მკითხა, სოსო, შენ ნაწყენი, ან გაბრაზებული ხომ არ ხარ, ისე საუბრობო - სახტად დარჩენილი ვარ, ეს რა მოახერხა "ქართულმა ოცნებამ", რომ შედეგები ფაქტობრივად 50-50-ზე დაჯდა-თქო...

მეტსაც გეტყვით, 2013 წელია, ორი თვის შესულები ვართ პარლამენტში, ჟურნალისტი მოდის, ეს კადრებიც არსებობს, სოსო, თავს როგორ გრძნობო? ვუპასუხე - ცუდად სასწრაფოდ არჩევნებია ჩასატარებელი, სანამ ავტორიტეტი გვქონდა, რადგან უკვე რაღაცები ისე არ მიდიოდა,  -  კოჰაბიტაცია და რაღაც. როცა მოდიხარ დანანაპირებს იძლევი და ის არ კეთდება,  ამომრჩევლების პრეტენზიები ბუნებრივია"- განაცხადა ჯაჭვლიანმა. 

მისი თქმით, ეს პოზიცია გუნდში ბევრს აღიზიანებდა და მას განმარტებებს სთხოვდნენ. 

მსგავსი სიახლეები