ევროპარლამენტი: საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის

25.07.25 13:25
ევროპარლამენტი: საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის

კიდევ ერთი გზავნილი "ოცნებას"დასავლეთიდან - ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს".

გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და ნათქვამია, რომ "ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით".

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით".- წერია ევროპარლამენტის მიერ გავცრელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ოცნებამ" ევროპარლამენტიდან გზავნილი ერთი კვირის წინაც მიიღო.

  • ევროკაშირის 27 სახელმწიფოს დეპუტატების სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ ქართული ოცნების მთავრობას ევროპარლამენტი არ აღიარებს. ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცხადად ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება სამართლიანი არჩევნები და ვიდრე "ოცნება" მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

 

მსგავსი სიახლეები