გორდულაძე: "ოცნების" გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

25.07.25 13:44
გორდულაძე: "ოცნების" გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

არიან თუ არა მზად, ოკუპანტ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაიწყონ? ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა. კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფარცხალაძის გარემოცვამ რუსეთში ახალი გეორგიევსკი ტრაქტატის დადების ინიციატივაზე ისაუბრა.  

არჩილ გორდულაძე ამტკიცებს, რომ მსგავი საკითხი არ განიხილება. ამასთან მისი თქმით, "ოცნების" გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საქართველოს ინტერესებს აზიანებდნენ. 

ბატონი ფარცხალაძე წლებია უკვე აღარ იკავებს არანაირ საჯარო თანამდებობას და მისი მოქმედებების თაობაზე შეგიძლიათ პირდაპირ მას ჰკითხოთ. ამავდროულად, "ქართული ოცნების" გუნდში წლების განმავლობაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მაშინ, როდესაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ოკუპანტი ქვეყანა, შეუძლებელია, რომ რაიმე დიპლომატიურ ურთიერთობაზე იყოს საუბარი. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ისე, როგორც ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, - ამბობს გორდულაძე. 

მსგავსი სიახლეები