მავნე ინიციატივაა, საჭიროა ლუსტრაციის კანონი - ლანა გალდავა მამუკა ფიფიას განცხადებაზე

25.07.25 13:56
მავნე ინიციატივაა, საჭიროა ლუსტრაციის კანონი - ლანა გალდავა მამუკა ფიფიას განცხადებაზე

"ძლიერი საქართველოს" წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად, პირველ რიგში, მოსკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმება უნდა შეასრულოს და გაიყვანოს თავისი ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მამუკა ფიფიას განცხადებას, რომელიც "ახალი გეორგიევსკი ტრაქტატის" დადებას გულისხმობს, "მავნე ინიციატივად" აფასებს და ლუსტრაციის კანონის აუცილებლობაზე საუბრობს. 

როდესაც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზეა საუბარი, პირველ რიგში, შესასრულებელია სწორედ ევროკავშირის მედიაციით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმება და ის, რომ საქართველოს 2 ოკუპირებულ რეგიონში რუსული ჯარები დგას, ეს უნდა იყოს მთავარი სატკივარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

რაც შეეხება კონკრეტული პირების მავნე ინიციატივებს, "ლელო - ძლიერი საქართველო" მუდმივად ამბობდა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიღებული იქნება ლუსტრაციის კანონი და როდესაც ეს კანონი იქნება მიღებული, მაშინ მოღალატეობრივი პოზიციები და მოღალატე ადამიანები ვერ დააზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მედეგობას, - ამბობს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გაიმართა შეხვედრა-თათბირი სახელწოდებით  „გიორგიევსკის ტრაქტატი: წინაპართა ისტორიული არჩევანი“. პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მდივანი მამუკა ფიფია რუსეთ-საქათველოს შორის ურთიერთობების აღდგენის და ამასთან დაკავშირებით ახალი "გეორგიევსკი ტრაქტატის" დადების ინიციატივით გამოვიდა.  

მსგავსი სიახლეები