ევროპარლამენტის ახალი გზავნილი "ოცნებას"- მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ EU "უსამართლო ბიუროკრატიად" იქცა

25.07.25 15:37
ევროპარლამენტის ახალი გზავნილი "ოცნებას"- მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ EU "უსამართლო ბიუროკრატიად" იქცა

 

 

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ბრიუსელის მიმართ მორიგი მწვავე განცხადებებით გამოდის. მისი თქმით, თუ ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირს „უსამართლო ბიუროკრატიას“ უწოდებს, საქართველოს მიმართ იმავე ინსტიტუტების დამოკიდებულება „გასაკვირი აღარ უნდა იყოს“.

მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციებს „სამარცხვინო ლაქას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ თავად ევროპაშიც „არასერიოზულად“ უყურებენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებს.

გადახედონ რამდენიმე კვირის წინანდელ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირი არის ბიუროკრატია, რომელიც უსამართლოდ ექცევა ამერიკას. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, საქართველოსთან როგორი დამოკიდებულება ექნება ამ უსამართლო ბიუროკრატიას ევროკავშირში. მითუმეტეს, ევროპარლამენტში, რომელმაც ისეთი რეზოლუციები მიიღო, რომელიც ისტორიას დარჩება როგორც სამარცხვინო ლაქა მთელი ევროპარლამენტარიზმის ისტორიაში, გასაკვირი აქ რა უნდა იყოს?

ერთადერთი იმედი გვაქვს იმის, რომ ევროპელი ხალხი, ისევე, როგორც ამერიკელი ხალხი, რომელმაც უკვე გადაწყვიტა და ტრამპი მოიყვანა სათავეში და უარი უთხრა "დიფ სთეითს", თუმცა ბოლომდე ჯერ არ არის ეს პროცესი დასრულებული, აქაც, ევროპაშიც, ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს. 

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში კი არა, თავად ევროპაში არარ ღებულობენ სერიოზულად. ფეხქვეშ გათელა თავისივე ევროპული ინსტიტტების გადაწყვეტილებები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, კვლევითი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, ეს ფეხქვეშ გათელა და თქვენ ახლა მეუბებით, რომ ასეთი დაკნინებული ინსტიტუტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეო, - ამბობს მაჭარაშვილი.

ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს".

გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და ნათქვამია, რომ "ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით".

მსგავსი სიახლეები