"ოცნების" მხრიდან ევროპარლამენტის იგნორირება დიდი შეცდომაა - ეკა გიგაური

25.07.25 15:51
"ოცნების" მხრიდან ევროპარლამენტის იგნორირება დიდი შეცდომაა - ეკა გიგაური

 

 

ევროპარლამენტის მორიგი გაფრთხილების ფონზე ეკა გიგაური ამბობს, რომ მისი იგნორირება „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი შეცდომაა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთის კრიტიკა საკუთარი "სისწორით" გაამართლოს, თუმცა თუ საქართველოს მთავრობა იმოქმედებს კონსტიტუციისა და მოქალაქეების ინტერესებში, ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების რეალური შანსი ექნება.  

მე ვფიქრობ, რომ უმთავრესი პოლიტიკური ორგანო მაინც არის ევროპარლამენტი. მისი იგნორირება "ქართული ოცნების" მხრიდან არის ძალიან დიდი შეცდომა. ზოგადად, ისინი ევროპარლამენტზე ერთს ამბობენ, ევროკომისიაზე - მეორეს. ისინი ცდილობენ, კიდევ ერთხელ იმუშავონ ერთი გზავნილის გარშემო: თითქოს ისინი არიან კარგები, ისინი აკეთებენ ყველაფერს სწორად და მთელი განვითარებული დასავლეთი არის მათ წინააღმდეგ. ზუსტად იგივე მესიჯი აქვს რუსეთსაც, თითქოს მთელი მსოფლიო რუსეთს ებრძვის. თუ საქართველოს მთავრობა იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, ამ შემთხვევაში, ჩვენ ევროკავშირის წევრებიც გავხდებით, ნატოს წევრებიც გავხდებით, უვიზო რეჟიმსაც შევინარჩუნებთ ევროკავშირთან და კიდევ ბევრ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმსაც დავიწყებთ, - ამბობს ეკა გიგაური.

ივანიშვილის გუნდს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თუ "არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს".

გავრცელებულ განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა და ნათქვამია, რომ "ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით".

 

მსგავსი სიახლეები