კუბოს ფორმის საყვავილეების დემონტაჟი ოზურგეთში - თათია ნიკოლაშვილი ავთანდილ თალაკვაძეს მიმართავს

25.07.25 17:34
კუბოს ფორმის საყვავილეების დემონტაჟი ოზურგეთში - თათია ნიკოლაშვილი ავთანდილ თალაკვაძეს მიმართავს

ოზურგეთში თეატრალურ მოედანზე ე.წ. კუბოების დემონტაჟისთვის სამუშაოები გრძელდება. ორი დღეა მუნიციპალიტეტი ცდილობს კუბოების ფორმის საყვავილეების დემონტაჟს, მაგრამ სამუშაოებს ჯერ ვერ ასრულებენ.  

ოპოზიცია კი "ოცნებას" ფულის ფლანგვაში ამხელს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თათია ნიკოლაშვილი ამბობს, რომ 2 წლის წინ, როდესაც ოპოზიციამ ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების კონსტრუქციების დადგმა გააპროტესტა, მაშინ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მათ სულ "მტერი და დაუნახავი ეძახა" - "ბატონო ავთო, ახლა თქვენ ხართ ოზურგეთის მტერი და დაუნახავი?" 

მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მერიის დარგულ კუბოებში ე.წ. კანაფი ამოვიდა 2 წელი გავიდა. მაშინ ოპოზიციას კი არა მთელ ქალაქს, 99%-ს ვისაც არ მოეწონათ, ავთანდილ თალაკვაძე გვეუბნებოდა, თქვენო, ქვეყნის მტრები ხართო, თქვენო, მარტო ოზურგეთი კი არა მეთელი საქართველო არ გიყვართო და ახლა რავიცი, ბატონო ავთო, თქვენ ხართ ოზურგეთის მტერი და დაუნახავი? სასაცილოა, მაგრამ სატირალი ის არის, რომ 2 მილიონი გადაიყარა პირდაპირ მნიშვნელობით. ოზუგეთელების ფული გადაიყარა, მაშინ როცა ადამიანებს სახურავი არ აქვთ თავზე და სახლები გაუნდაგურდათ სტიქიის დროს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თათია ნიკოლაშვილი. 

მსგავსი სიახლეები