სააკაშვილის საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, ასეთ განცხადებას EU-ში გადადგომა მოჰყვებოდა - ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

08.10.21 01:09
სააკაშვილის საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, ასეთ განცხადებას EU-ში გადადგომა მოჰყვებოდა - ევროპარლამენტარები ღარიბაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხმაურიან განცხადებებს, რომ (სააკაშვილი "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ), ევროპარლამენტარების უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. 

ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით,  ღარიბაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპისგანცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოყვებოდა.

ველით, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოში გამოძიებული იქნება ევროპული სამართლის სისტემის პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკანასკნელი საჯარო მუქარა სააკაშვილის მიმართ დამატებითი მუხლების წარდგენაზე, თუ ის "კარგად არ მოიქცევა". ეს აჩვენებს, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ არის ფაქტობრივად პოლიტიკური, რაც სავალალო და შეუსაბამოა ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას კვლავ არ შეუძლია დაძლიოს ცდუნება მართლმსაჯულების პოლიტიზების, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს.

ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის მსგავსი განცხადება მისი დაუყოვნებლივ გადადგომით დასრულდებოდა.

პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის მიერ პერსონალური შეტევები ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ვარდების რევოლუციის მიღწევების მიმართ არის უბრალოდ გულისამრევი. განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც დაფუძნებულია ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, ვერავინ დაინახავს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერების მსგავს ქცევას", - წერია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები