“ოცნებამ“ თავი მოიწონა მოსკოვთან, რომ წვრთნები კი ტარდება, მაგრამ ისინი იქ არ არიან- თინა ხიდაშელი
თავდაცვის მინისტრი საქართველოში მრავალეროვანი წვრთნების გახსნას არ დაესწრო-სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთი, რითიც შეიძლება აიხსნას მინისტრის და თადაცვის ძალების მეთაურის გახსნაზე არ ყოფნა, ის არის, რომ “ქართული ოცნება“ ფიქრობს, რას იფიქრებს რუსეთი.
თვდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, “ოცნება“ შიშით უყურებს ყველა ისეთი ტიპის მოვლენას, რომელიც საქართველოში ნატოს სამხედროების მონაწილეობით ხდება.
“აი, ამითი, მოიწონეს თავის მოსკოვთან, რომ წვრთნები კი ტარდება, მაგრამ ისინი იქ არ არიან“,- ამბობს ხიდაშელი.
გახსნას არ ესწრება არცერთი რანგის მაღალი ოფიციალური პირი, მაშინ როდესაც ასეთი წვრთნები ყოველთვის იმართებოდა ძალიან მაღალი წარმომადგენლობით, არა მხოლოდ ქართული მხარიდან, რაც ყოველთვის სახეზე იყო, მთავარსარდლიდან დაწყებული, დასრულებული თავდაცვის მინისტრით. წარმომადგენლობა იყო სრულფასოვანი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რადგან ამ სწავლებაზე ყოველთვის ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადხდა და მეტი მნიშვნელოვბა შეიძინა ამ ფონზე, ამ წვრთნებმა, მე ვიხუმრე კიდევაც, როგორც ჩანს, “დიფსთეითმა“ ჩაუდოთ მეთქი და ახლა იძულებულები არიან, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ, მიუხედავად იმის, რომ სრულიად არადეკვატურია მათი მხრიდან ეს რეაგირება. ისინი შიშით უყურებენ ყველა ასეთი ტიპის მოვლენას, რომელიც საქართველოში ნატოს სამხედროების მონაწილეობით ხდება, მაგრამ წვრთნები მაინც ტარდება და შესაბამისად, აი, ამითი, მოიწონეს თავის მოსკოვთან, რომ წვრთნები კი ტარდება, მაგრამ ისინი იქ არ არიან, თითქოს, ეს მათ არ ეხებათ, - ამბობს ხიდაშელი.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit) მეთორმეტედ მასპინძლობს. ღონისძიებას არ ესწრებოდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. წლების წინ ანალოგიური სწავლების დაწყებას მინისტრები ხსნიდნენ, მაგალითად 2021 წელს სწავლების გახსნას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა, “ქართული ოცნების“ თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
სწავლების გახსნის ღონისძიებას დღეს, 25 ივლისს, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.