კრწანისში NATO-ს წვრთნებს „ოცნების“ ლიდერები არ დაესწრნენ - ექსპერტები მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებენ
კრწანისში გამართულ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ქართული ოცნების" არცერთი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ექსპერტების თქმით, მმართველი პარტია დემარშს რუსეთის განაწყენების შიშით აწყობს.
„ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების ასეთი გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავდება წინა წლების პრაქტიკისგან. მაგალითად, 2021 წელს წვრთნებს ესწრებოდა ჩიქოვანის წინამორბედი ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო 2018 წელს „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გახსნას მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი მამუკა ბახტაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
ამჯერად კი, იმ დროს, როდესაც კრწანისში წვრთნები მიმდინარეობდა, მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე ათონელის რეზიდენციაში სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობდნენ და ფოტოებს სპორტსმენებთან ერთად იღებდნენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.