ელენე ხოშტარია: ივანიშვილს საკუთარი ტრაქტატი უკვე გაფორმებული აქვს რუსეთთან
"ივანიშვილს საკუთარი ტრაქტატი უკვე გაფორმებული აქვს რუსეთთან" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა "საქართველოს მონობა რუსეთთან", თუმცა ეს არ უნდა ქართველ ხალხს.
გეორგიევსკის ტრაქტატი ივანიშვილისთვის უკვე არსებობს, მას უკვე გაფორმებული აქვს საკუთარი ტრაქტატი რუსეთთან და რუსულ ინტერესებს ატარებს. ეს მან ღიად 29 აპრილს, გამოაცხადა, გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, გამოუცხადა მთელ მსოფლიოს, რომ მისი არჩევანი სტრატეგიული არის დასავლეთთან დაპირისპირება.
ასევე ჩვენ ევროპა გვითხრა, ქართველ ხალხს აქვს პერსპექტივა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს პერსპექტივა არათუ განუხორციელებელია, დაკარგავთ ყველა იმ მონაპოვარს რაც გქონდათ. ამიტომ სურათი არის ნათელი. ივანიშვილს უნდა საქართველოს მონობა რუსეთთან, მაგრამ ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს ივანიშვილს, ეს არ უნდა ქართველ ხალხს," - განაცხადა ხოშტარიამ.