სიორიძე "ოცნებაზე": რად უღირთ ერთი ბავშვის ცრემლი
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუცაზე განვითარებულ მოვლენებზე "ქართული ოცნების" რეჟიმია პასუხისმგებელი.
მისი თქმით, "რეჟიმის პირობებში რომ ვცხოვრობთ სწორედ იმიტომ ბედავენ ამას".
ამაზე პასუხისმგებელი არის რეჟიმი და რეჟიმის პირობებში რომ ვცხოვრობთ სწორედ იმიტომ ბედავენ ამას, რომ თუნდაც თავისი შიდაპარტიული კონკურენციის, თუ ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ადამიანები გამოიყენონ საშუალებად, ადამიანების ღირსებაზე გადააბიჯონ, დემონსტრაციულად თან.
იმდენად არაფერს ნიშნავს ადამიანი, ადამიანის ღირსება და ოჯახები, თუნდაც ეთი ყოფილიყო, არ აქვს მნიშვნელობა, რად უღირთ ერთი ბავშვის ცრემლი," - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, 39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.
დღეს, კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა.