დაუსწრებლობით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ, შეგნებულად დააკნინა სწავლების მნიშვნელობა - "თავისუფლების მოედანი" NATO-ს წვრთნებზე

26.07.25 10:33
დაუსწრებლობით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ, შეგნებულად დააკნინა სწავლების მნიშვნელობა - "თავისუფლების მოედანი" NATO-ს წვრთნებზე

საქართველოში სამხედრო სწავლება “მტკიცე სულის” დაწყებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება პარტია "თავისუფლების მოედანი". 

გავრცელებულ განცხდებაში ნათქვამია, რომ გახსნით ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრის და თავდაცვის ძალების მეთაურის დაუსწრებლობით, ოცნებამ შეგნებულად დააკნინა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება.

მოიგო თუ არა ასეთი ქცევით სწავლების მიმდინარეობაზე მეთვალყურე რუსეთის დაზვერვის ოფიცრებისა და მათი პოლიტიკური ხელმძღვანელების გული, ამას უახლოეს პერიოდში რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, ნარიშკინის განცხადებებში ვიხილავთ - წერია განცხადებაში. 

დღეს საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“(Agile Spirit) დაიწყო. 
„თავისუფლების მოედანი“ მიესალმება სტრატეგიულ პარტნიორებთან სამხედრო თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც საქართველოს  თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. 
შავი ზღვის აუზში რუსეთის აგრესიული მოქმედებების, უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოს ე.წ. ხელისუფლების დასავლელი პარტნიორების მიმართ არამეგობრული ქმედებების მიუხედავად, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორებმა საქართველოს თავდაცვის ძალებთან ურთიერთქმედების იმგვარი ფორმულა გამონახეს, რამაც შესაძლებელი გახადა აღნიშნული სწავლების ჩატარება; სწავლების შინაარსი და მასშტაბი ახდენს საქართველოს, როგორც დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაში მყოფი ქვეყნის, კიდევ ერთ დემონსტრირებას, მოწინააღმდეგისთვის შესაბამისი სიგნალის გაგზავნასა და ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხედრო-პოლიტიკური პირობების ფორმირებას.
სამწუხაროდ, ღონისძიების გახსნაზე თავდაცვის მინისტრის და თავდაცვის ძალების მეთაურის დაუსწრებლობით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ, შეგნებულად დააკნინა სწავლების მნიშვნელობა. 
მოიგო თუ არა ასეთი ქცევით სწავლების მიმდინარეობაზე მეთვალყურე რუსეთის დაზვერვის ოფიცრებისა და  მათი პოლიტიკური ხელმძღვანელების გული, ამას უახლოეს პერიოდში რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, ნარიშკინის განცხადებებში ვიხილავთ", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კრწანისში გამართულ ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ქართული ოცნების" არცერთი მაღალჩინოსანი არ ესწრებოდა. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ექსპერტების თქმით, მმართველი პარტია დემარშს რუსეთის განაწყენების შიშით აწყობს. 

მსგავსი სიახლეები