მოვუწოდებ საქართველოს, სამართლიანად მოექცნენ სააკაშვილს - ადამ შიფი

08.10.21 10:13
მოვუწოდებ საქართველოს, სამართლიანად მოექცნენ სააკაშვილს - ადამ შიფი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, ადამ შიფი, საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს. ადამ შიფმა საქართველოში არჩევნების პროცესის დარღვევებისა და კანონის უზენაესობის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა. 

შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა. სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა. 

ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი.

ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. რთული დროა, რუსეთი საქართველოს მეხუთედის  ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის შემდეგ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათაშორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება", -  ამბობს შიფი. 

მსგავსი სიახლეები