ევროკავშირის პრესსპიკერის უმწვავეს გზავნილზე "ოცნებაში" პირველი განცხადება კეთდება
ევროკავშირის პრესსპიკერის უმწვავეს განცხადებას "ოცნებიდან" პირველი შეფასება მოჰყვა - შალვა პაპუაშვილმა მოკლე საპასუხო განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ევროკავშირის პრეს-სპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, "რუსულის" იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე”, - წერს პაპუაშვილი.
ევროკავშირის პრესსპიკერი "საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს"გმობს და განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს".
პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსული სტილის შეთქმულების თეორიები" მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.