"ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების გარეშე არანაირი შანსი არ აქვს გადატვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან - სანიკიძე

26.07.25 11:52
"ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების გარეშე არანაირი შანსი არ აქვს გადატვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან - სანიკიძე

 "ერთიანობა - ნაცინალური მოძრაობის" ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების გარეშე არანაირი შანსი არ აქვს გადატვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან.

სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსული ნარატივით ესხმის თავს ევროკავშირს".

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან, სადაც საუბარია იმაზე იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ეწევა დიახ, რუსულ დეზინფორმაციის კამპანიას, თავს ესხმის ევროკავშირს, საუბარია, ყველა ის განცხადება, მაგალითად იმასთან მიმართებაში, რომ ევროკაშირი ცდილობს თითქოს არატრადიციული ღირებულებების თავზე მოხვევას, ის რომ ევროკავშირს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ის რომ ევროკავშირს საქართველოში სურს დესტაბილიზაცია, არის ცალსახა რუსული ნარატივი, რომელსაც "ქართული ოცნების" სამარცხვინო ხელისუფლება ავრცელებს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არანაირი შანსი არ აქვს "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების გარეშე გადატვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან", - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

ევროკავშირის პრესსპიკერი "საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს"გმობს და განცხადებაში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი განცხადებები "საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს". 

პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსული სტილის შეთქმულების თეორიები" მხოლოდ მათ ემსახურება, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას. 

მსგავსი სიახლეები