შიმშილობის მე-8 დღე - სააკაშვილთან პირად ექიმს ისევ არ უშვებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, ციხეში ამ დრომდე არ უშვებენ მის პირად ექიმს. ადვოკატების ინფორმაციით, შიმშილობის მე-8 დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ექიმების პროგნოზით, სწორედ დღეიდან არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რადგან სწორედ მე-8 დღიდან იწყება არტერიული წნევის ვარდნა და სხვა გართულეები ორგანიზმში. სააკაშვილის ადვოკატები მსჯავრდებულთან პირადი ექიმის შეშვებას ითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად, არის ძალიან მხნედ და მტკიცედ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ კვირაზეა მეტია, რაც შიმშილობს, მას ჯერჯერობით ფიზიკურად არანაირი კვალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ წონაში დაკლებულია. რაც შეეხება, რამდენად დაგვრთავენ ნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი პირადი ექიმის შეყვანის, ეს ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით და დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე ხელისუფლებაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს საკანში ასევე არ ჰქონდა ტელევიზორი, ლეიბი და საბანი, თუმც პენიტენციური სამსახურის ცნობით, პრობლემა მოგვარებულია.